პროექტები





                                                 სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრების წესი
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესებისა და მისი გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
3. პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის,დღეგრძელობის,სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია.
4.პროექტის მიზნები:  * მოსწავლე შეძლებს დაახასიათოს ცხოვრების ჯანსაღი წესი და
                                             იმსჯელოს  ჯანმრთელობის ხელშემწყობ ფაქტორებზე;
შეძლებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში ტრანსფერს.
·         გაანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის გავლენას ჯანმრთელობაზე;
·         მოახდენს ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაცია;
5. მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი.
6.ვადების/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: დაკვირვების ჟურნალები,  გადაღებული ფოტო მასალა, სტრუქტუირებული ინტერვიუები,  პრეზენტაციები,
ესები,საინფორმაციო ბუკლეტები,თვითშეფასების ფურცლები,შეფასების რუბრიკები,გაზეთები სტატიები,თვითშეფასების კითხვარი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი,ჯანმრთელობის ენციკლოპედია,ინტერნეტი ,ფორმატი,
9.  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გააკეთებენ  ბუკლეტებს    ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და მის აუცილებობაზე მოაწყობენ დისკუსიას ,დაარიგებენ ფლაიერებს მოძიებული კვლევის შესახებ,შექმნიან გაზეთებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ,აიღებენ სტრუქტურირებულ ინტერვიუებს, მოაწყობენ მოძიებული კვლევის პრეზენტაციას, წარდგენის შემდეგ ჯგუფები წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით მოახდენენ შეფასებას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სპ.VII-IX.2. მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.
·         აცნობიერებს ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კავშირს სხეულისა  და შინაგანი ორგანოების ნორმალურად ფუნქციონირებასთან;
·         მსჯელობს ადამიანის ფსიქიკაზე ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერების ზეგავლენის შესახებ;
·         აკავშირებს სხეულის აღნაგობის ცვლილებას ფიზიკურ აქტივობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან.                                                                                                  
11. პროექტის ხელმძღვანელი: ლია მესტვირიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: liamestvirishvili1972@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: liamestvirishvili1972.blogspot.com


No comments:

Post a Comment

ლია მესტვირიშვილის  პორტფოლიო