გეგმა
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი:ლია მესტვირიშვილი
საგანი: სპორტი
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური VII კლ.
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
გაკვეთილის თემა: მძლეოსნობა: დაბალი
საწყისიდან რბენის (სტარტის) შესწავლა
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს:
დაბალი
საწყისიდან რბენის ტექნიკის შესწავლას.
მოძრაობით
უნარ-ჩვევების განვითარებას(გადაადგილება,ორიენტაცია,კოორდინაცია,სისწრაფე,მოქნილობა,
სიმარჯვე,გამძლეობა)
შეფასების
მეთოდი: განმავითარებელი
გაკვეთილზე გამოყენებული
ძირითადი სტრატეგია : სწავლა კეთებით
მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური და ჯგუფური;
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
|
1.
|
მოსამზადებელი ნაწილი: ფაზა-1
აქტივობა 1 კლასის მოწყობა, გაკვეთილის თემის,მიზნისა
და შეფასების რუბრიკის გაცნობა.სამწყობრო ვარჯიშები. ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები
ზედა კიდურების,წელისა და ქვედა კიდურების ვარჯიშები.
|
ვერბალური ახსნა ზუსტად რეგლამენტირებული ვარჯიშობის
მეთოდი
|
მთელი კლასი
|
სპორტული მოედანი, ხმოვანი სიგნალი, წამზომი,
|
7
(წთ)
|
2.
|
აქტივობა
2 სპეციალური მიმყვანი ვარჯიშები:
·
რბენა მუხლის მაღლა აწევით;
·
რბენა ცერებზე გაშლილი ფეხით;
·
ხტომები ფეხიდან ფეხზე (ირმის ნახტომი);
·
რბენა წვივის უკუქნევით;
|
ზუსტად რეგლამენტირებული ვარჯიშობის მეთოდი
|
ჯგუფებში
|
სპორტული მოედანი, ხმოვანი სიგნალი,წამზომი
|
2 (წთ)
|
3.
|
ძირითადი ნაწილი: ფაზა 2
აქტივობა 3 ,,პროვოცირება“ -ინტერესის გაჩენა (წინარე ცოდნის
გააქტიურება): კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად: 1,2,3, პრაქტიკულად უნდა შეასრულონ ჯგუფებმა
ცალ-ცალკე სასტარტო გარბენისთვის ხელების და ფეხების სწორი მოძრაობა ადგილზე და გარბენში
(მიექცეს ყურადღება,რომ ხელმა იმოძრაოს მხრის
სახსარში,ტანი დაფიქსირებულია,აგრეთვე ყურადღება ექცევა მუხლის მაღლა აწევას და ტერფის
სწორ დადგმას).
|
ზუსტად რეგლამენტირებული ვარჯიშობის მეთოდი პრაქტიკული
მეცადინეობა
|
ჯგუფებში
|
სპორტული მოედანი, ხმოვანი სიგნალი,წამზომი
|
3 (წთ)
|
|
4. აქტივობა: ახალი მასალის შესწავლა: სიტყვიერად ვუხსნი და
პრაქტიკულად ვაჩვენებ შესასწავლ მასალას.დაბალი საწყისისას არის 3 ძახილი „საწყისზე,ყურადღება,წინ“.
მდგომარეობა
- „საწყისზე“ მოქმედების შესწავლა:
·
მოსწავლე დგას საწყისი ხაზიდან 1,5 – 2მ. მოშორებით;
·
ძახილზე „საწყისზე“ მოსწავლე მიემართება საწყის ხაზთან,წესების
შესაბამისად იკავებს სასაწყისე მდგომარეობას.
„ყურადღება“ მდგომარეობის შესწავლა:
·
ძახილზე „ყურადღება“მოსწავლე იკავებს სათანადო მდგომარეობას
და ამის შემდეგ წყვეტს ყველანაირ მოძრაობას.
ძახილძე „წინ“ ან სხვა სასაწყისე ნიშანზე საწყისიდან
გასვლის შესწავლა:
·
ძახილზე „წინ“ მოსწავლე სწრაფად გადის საწყისიდან
და იწყებს რბენას.
|
ვერბალური ახსნა პრაქტიკული მეცადინეობა
სწავლა კეთებით
|
ინდივიდუალური
|
სპორტული მოედანი, ხმოვანი სიგნალი,წამზომი, თვალსაჩინოება
სურათები.
|
12
(წთ)
|
|
5. აქტივობა: ტექნიკაზე დაბალი საწყისიდან სწრაფი
გარბენა 10-15 მ.
|
პრაქტიკული მეცადინეობა სწავლა კეთებით
|
ჯგუფებში
|
სპორტული მოედანი, ხმოვანი სიგნალი,წამზომი
|
13
(წთ)
|
4.
|
დასკვნითი ნაწილი: ფაზა 3
აქტივობა
6 დამამშვიდებელი
სუნთქვითი ვარჯიშები, გაკვეთილის შეფასება,საშინაო
დავალების მიცემა.
|
ზოგადპედაგოგიური და აქტიური დასვენების მეთოდი
|
მთელი კლასი
|
ხმოვანი სიგნალი,წამზომი
|
3
(წთ)
|
|
|
|
|
|
|
ესგ-ს სტანდარტით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:
სპ.VII-IX.
4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს
ყველა ძირითადი და აუცილებელი
მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
·
აქტიური ვარჯიშებით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად
მოტორულ უნარ-ჩვევებს;
·
მონაწილეობს გუნდურ თამაშებში,როგორც გუნდის სრულუფლებიანი
წევრი;
·
დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ
თამაშებს;
·
შეჯიბრისა და ვარჯიშების წინ ასრულებს მოსამზადებელ
ვარჯიშებს;
·
გონებრივი შრომით განვითარებული დაღლილობის შემთხვევაში,აღდგენის
მიზნით უპირათესობას ანიჭებს აქტიურ დასვენებას (მოძრავი თამაშები,სახალისო სპორტული
თამაშები ).
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
ნაწილობრივი
|
საშუალო
|
სრულყოფილი
|
მოსწავლის ორგანიზებულობა
|
არ აქვს სპორტული ფორმა
|
სპორტული ფორმა აქვს, მაგრამ არ არის საგაკვეთილო
პროცესში ჩართული
|
ყოველთვის მოდის სპორტული ფორმით
|
მოსწავლის აქტიურობა
|
არ არის ჩართული სპეციალურ მიმყვან ვარჯიშთა კომპლექსში
|
ნაკლებად აქტიურობს სპეციალურ მიმყვან ვარჯიშებსა
და გავლილი მასალის გამეორებაში
|
მაქსიმალურად აქტიურობს აქტივობებში და ჩართულია საგაკვეთილო
პროცესში
|
შემოქმედებითობა ( ტექნიკა
და ტაქტიკის შესწავლა)
|
არ არის შემოქმედებითი (ვერ ასრულებს ტექნიკურად ხელების მოძრაობას მხრის სახსარში, არ აქვს ტანი
დაფიქსირებული)
|
ცდილობს ტექნიკურად შეასრულოს რბენა დაბალი საწყისიდან
|
ტექნიკურად ასრულებს რბენას დაბალი საწყისიდან
|
ხელმოწერა: ლია მესტვირიშვილი
თარიღი
No comments:
Post a Comment